„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში „კგბ“-მ ჩხრეკა ჩაატარა

8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფლის მკვიდრის სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით ჩაატარა.

ამასთან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. „დაკავებული პირი მარტო ცხოვრობს, სოფელში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მესაქონლეობას ეწევა. მისი ოჯახი ამჟამად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სოფელში მისი დაკავების შესახებ შემთხვევით, იმით შეიტყვეს, რომ დაკავებულის საქონელი ორი დღე უპატრონოდ იყო.

სოფელ მიდელაანში 20-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელთან ახლოს რუსული სამხედრო ბაზაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად“, - ნათქვამია DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა