სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ ეძლევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას ამ დრომდე სააკაშვილთან შესვლის უფლება არ ეძლევა.

როგორც ყიფშიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან განუცხადა, დაახლოებით, 2 საათია ის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ნებართვას ელოდება.

ამასთან, ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ნახვა. ასევე, აუცილებლად მინდოდა ექიმის ნახვაც. განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა და ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე მას განიხილავენ და გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა ახალი საშვი. ვერ გეტყვით, რა დრო სჭირდება ამას.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მის ექიმთან უნდა მელაპარაკა მდგომარეობის შესახებ. უნდა განგვეხილა ასევე გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვუმკურნალოთ. არც ამბულატორიული კვლევის შედეგი ვიცი“, - განაცხადა ყიფშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა