სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის პერიოდში დარიცხული იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობის გამო გამოწერილი ჯარიმები ეპატიებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს შეეხებათ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან.

„მთავრობამ იმსჯელა და მხარი დაგვიჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები ქონების შესახებ კანონში. ჩვენ ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურ დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტზე, ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ამ სუბიექტებს ეპატიებათ. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც მის გადახდისუნარიანობაში აისახა“, - განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

„იმისთვის, რომ ჩვენ სრული სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, მათ მომავალში ეს შეღავათი გადახდილად ჩაეთვლებათ, ანუ მომავალ გადახდებში ისარგებლებენ, რაც აბსოლუტურად სწორია იმიტომ, რომ ყველას თანაბრად უჭირდა“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.

„კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით მაშინვე იყო პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული. ამ კანონით დაგვევალა ჩვენ ამ წესის შემუშავება, შესაბამისად, კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ვასრულებთ, რომელიც არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა