„საქართველოს წითელი ჯვრის“ საზოგადოებამ რუსთავში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დღეს, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა.

ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წარმომადგენელი დავით ბეგაშვილი.

„ვაქცინაციის ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინით აცრა. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ აქტიურად არის ჩართული მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა მცხეთის და მუხრანის იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩართულია მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად. ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ