„თიბისიმ“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრებისა და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს

„თიბისიმ“ მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგა, რომელიც საბართე ტრანზაქციის გასაჩივრებისა და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს.

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას.

„თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე, ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის, იმ მომხმარებლებზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი.

3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი. ამასთან უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5- და 10 ლარიანი ნაკრებები და კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი.

აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს