მოქმედი მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, მოქმედი მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, პროექტი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საფინანსო სექტორის მარეგულირებელთა მიერ მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული ნორმატიული აქტებისა და პრინციპების გაცნობას.

„ორდღიან ონლაინ შეხვედრას ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ.

სპეციალურად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შემუშავებული სასწავლო მოდული ფოკუსირებული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ასევე, საგადახდო სისტემების კანონმდებლობისა და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შეფასების საკითხებზე.

ტრენინგის ფარგლებში მოსამართლეებს და მათ თანაშემწეებს ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები გაეცნოთ, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მარეგულირებელი ჩარჩო ასევე, მათი ხედვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მარეგულირებლებსა და სასამართლოს შორის სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, რაც მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ სამართალშემოქმედებით პროცესს დაეხმარება“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში