ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს გაეცნენ.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა, 2023 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება იგეგმება.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი 5 მლრდ 941 მლნ ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტის წარდგენილ ვერსიაში შემცირებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, თუმცა სხვა პროგრამული მიმართულებებით დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალური მიმართულებით, 4 მილიარდი ლარი ხმარდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებს. მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 მლრდ 885 მლნ ლარი. რაც 285 მლნ ლარით მეტია, ვიდრე 2021 წელს ამ მიმართულებით იყო განსაზღვრული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, ხმარდება პენსიის ყოველწლიურ ზრდას, რაც 2022 წლის 1 იანვრიდან კანონის შესაბამისად არის გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია დანამატების ზრდა მაღალმთიან რეგიონებში. დახმარების თანხების გაორმაგება მომავალი წლიდან და ამ მიზნით 75 მლნ ლარია გამოყოფილი.

ჯანდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 1 მლრდ 734 მლნ ლარს, საყოველთაო ჯანდაცვისთვის გათვალისწინებულია-820 მლნ ლარი, პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები კი 520 მლნ ლარით განისაზღვრა.

2022 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიაზე მსჯელობისას, საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრების მხრიდან ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გამახვილდა. მათ შორის, სოფლის ექიმების სახელფასო ანაზღაურების, პირველი ჯგუფის, შშმ ბავშვების, ვეტერანების საპენსიო მატების, სასწრაფოს ბრიგადების არათანაბარი ანაზღაურების, ბავშვებში გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვის და სხვა მიმართულებებით.

„ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ თქვენთან და სამინისტროებთან ერთად გავაგრძელოთ კონსულტაცია ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე. ერთადერთი, რაც ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის დეფიციტის მაჩვენებლის მინიმუმ შენარჩუნება და შესაძლებლობის შემთხვევაში -შემცირება",-განცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის პარამეტრები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გადაიხედება. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს