ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა მიიღოს უფლება, გადაადგილდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვითარების დეესკალაციის მიზნით.

დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ აფხაზეთში დაცულია სამართლებრივი წესრიგი, ფუნქციონირებს ყველა „სახელმწიფო“ ინსტიტუტი.

მათივე თქმით, აშკარაა, რომ „რესპუბლიკა“ არ განიცდის რაიმე სახის დეესკალაციის საჭიროებასაც.

ე.წ. საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ასეთი განცხადებებით, სალომე ზურაბიშვილმა, როგორ ჩანს, გადაწყვიტა გაეხსენებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა.

მათივე განცხადებით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 2008 წლის შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მანდატი ითვალისწინებს მხოლოდ ზონაში დაკვირვებას, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებას „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაასაბუთოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება აფხაზეთში, მიდის აშკარა დეზინფორმაციის გზით და აცხადებს, რომ ეს ზომა, თითქოსდა, მოემსახურება ვითარების დეესკალაციას“ , - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ასეთ მიდგომას შეცდომაში შეყავს დასავლელი პარტნიორები და ორ ქვეყანას შორის ცივილური და თანასწორი დიალოგის შესაძლებლობისგან აშორებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა