ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტაო ჟანგი შეცვალა.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებას.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციისა და რეფორმების მიმართულებით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფისკალური რისკებისა და საჯარო ფინანსების მართვა და სხვა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია