მეუფე მიქაელი - ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს, თავისუფლება უნდა ყველას, მომხრე ვარ, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახს დაუბრუნდეს

"თავისუფლება უნდა ყველას, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ეხებოდეს, არამედ ის ადამიანებიც უნდა გათავისუფლდნენ, ვისაც სახლში ოჯახები ელოდებიან.

"ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე, კარგი. მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები",-განაცხადა მეუფე მიქაელმა.

მისი თქმით, ადამიანებმა მიმტევებლობით უნდა იცხოვრონ.

"მარტო დაჭერა, გამწარება და გულისტკივილი არაფერს მოგვიტანს იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება მე ვიყო პატიმარი და ხვალ შენ. შერიგებას რა სჯობს, 100 პარტიაა და 100 ნაწილად გაიყოს საქართველო?! "- განაცხადა მეუფე მიქაელმა.

მისი განმარტებით, საზოგადოების შერიგება და ერთიანობა ეკლესიაში ხდება.

"უნდა დავუჯეროთ პატრიარქს იმიტომ, რომ ღმერთმა ასე ბრძანა. ის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი",-აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა