პაატა ბურჭულაძე - ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების, ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს

ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომლითაც მან თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მიმართა.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიცური პარტია უნდა გაერთიანდეს.

„მივესალმები გამოღვიძებულ საქართველოს! მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ ერთად. მიხარია, რომ დღეს ვხედავ რწმენით, სიყვარულითა და გამარჯვების იმედით გაერთიანებულ საქართველოს. ამ მოედნიდან მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მინდა ვისურვო ის მალე, ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს. დღეს საქართველოში სამწუხარო რეალობაა. ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენს მტერს ხელებიდან გამოვტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა კი მეგობრებო არ დაგვავიწყდეს რომ ძალა ერთობაშია. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველა ოპოზიცური პარტია. გავერთიანდეთ ერი და ბერი ამ დიდი გამარჯვებისთვის. ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა