გიორგი კირთაძე - საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება, განსხვავებული პოლიტიკური, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა

მინდა მიშას დავპირდე, რომ მეორე ტურში სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად, ბათუმიც იქნება გამარჯვებული, ბათუმს ეყოლება კოალიციური მერია, მრავალპარტიული უმრავლესობა და ეს იქნება მადლობა მიშას , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, კირთაძის თქმით, დანაშაულია სიმშვიდე მაშინ, როდესაც ქვეყანა უპატრონოა და კორუფციისა და კრიმინალის „ჭაობში იძირება“.

“მინდა დავიწყო სამძიმრით, 5 დღის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქალაქში. ეს მხოლოდ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედია არ იყო, არც მხოლოდ ბათუმის, ეს იყო მთელი საქართველოს ტრაგედია, ამ ფაქტმა მინდა კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს თითოეული ჩვენგანი და უნდა მიხვდეთ, რომ დანაშაულია მშვიდად უყუროთ უუნარობასა და უპატრონობას, დანაშაულია, გაგებით მოვეკიდოთ კორუფციისა და კრიმინალის ჭაობში ქვეყნის ჩათრევის მცდელობას. დღეს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება, განსხვავებული პოლიტიკური, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა ადამიანის თავისუფლებისა და სახელმწიფოს იდეის დასაცავად, ამან მოგვიყვანა აქ, ამან ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი 8 წლიანი პოლიტიკური დევნილობიდან საქართველოში, მიხეილ სააკაშვილს არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის და სწორედ ამისთვის ზის ახლა ის ციხეში. სიმბოლურია და მე ბედნიერი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 8 - წლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ მისი პირველი საჯარო ვიდეოგანცხადება ბათუმიდან ატვირთა, იმ ქალაქიდან რომლის სიყვარულის გამოც ისჯება დღეს და ციხეში ზის. ნიკამ დასაწყისში წერილი წაიკითხა, სადაც ჩემი სახელიც ეწერა და მინდა მიშას დავპირდე, რომ ისევე, როგორც პირველ ტურში ჩვენ პირწმინდად დავამარცხეთ „ქართული ოცნება“ და ისინი დღეს ბათუმში ოპოზიციაში არიან, მეორე ტურში სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად ბათუმი იქნება გამარჯვებული, ბათუმს ეყოლება კოალიციური მერია, მრავალპარტიული უმრავლესობა და ეს იქნება მადლობა მიშას“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო