აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია წელს ონლაინ ჩატარდა

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე 16 წელია იმართება, წელს ონლაინ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ისტორიის, კულტურის სექციები, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები.

როგორც იბსუ-ს რექტორმა, პროფ. საფფეთ ბაირაქთუთანმა კონფერენციის გახსნისას განაცხადა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოხარულია, უმასპინძლოს აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას.

„სასიამოვნოა, რომ კონფერენცია წელსაც ასეთი წარმომადგენლობითია და შინაარსობლივად ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონფერენციას თბილისში, ჩვეულ რეჟიში ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა იბსუ-ს რექტორმა.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, Zwickau-ს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ გრიმმა პროგრამული სისტემების განვითარების შესახებ გააკეთა მოხსენება. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, არა-პროგრამული სისტემების შემქმნელებმა, მათ შორის, მეცნიერებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა, იცოდნენ უფრო მეტი პროგრამული განვითარების შესახებ, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიები და პროგრამული განვითარება იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას საგანმანათლებლო სექტორისთვის.

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია 14-15 ოქტომბერს გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის