ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა

მდგომარეობის გარკვეულწილად დასტაბილურების შემდეგ, კვლავ შეინიშნება კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდა, სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

სხდომას „ჯანდაცვის მინისტრი“ ედუარდ ბუთბაც ესწრებოდა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.

„ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. 12 დეკემბერს დღიური დაინფიცირების ანტირეკორდი - 235 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 85-90% „დელტა“ ვარიანტზე მოდის,“- აღნიშნა ე.წ. „მინისტრმა“.

მისივე თქმით, იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა და საავადმყოფოებში კოვიდ განყოფილებები გადავსებულია. ასევე მატულობს დაავადების გართულების შემთხვევები.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დღემდე, საერთო ჯამში, 29 496 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან ვირუსს 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა