მეუფე მელქისედეკი - მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, კარგი იქნება მიხეილ სააკაშვილთან მისი მკურნალი ექიმი შევიდეს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის შეშვება ითხოვა.

მეუფე მელქისედეკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„უპირველეს ყოვლისა მინდა გადმოგცეთ, რომ ყველას მადლობა გადაგიხადათ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, საერთოდ მისი მდგომარეობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მისი მკურნალი ექიმი რომ შევიდეს ძალიან კარგი იქნება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ვუთხარი და ვურჩიე, რომ ხომ არ იყო დრო უკვე იმის, რომ შიმშილობაში შეიტანოს რაღაც კორექტირებები, მის კვებასთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა, ის გააგრძელებს შიმშილობას, პირდაპირ გეტყვით ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ