მიხეილ სააკაშვილის ექიმი - რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის, საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არაა - თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე და წამლებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს, გაიკეთოს ტესტები და მიიღოს წამლები. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, სააკაშვილი თავს მხნედ, მოსალოდნელზე უკეთ გრძნობს.

„ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე“, - განაცხადა ყიფშიძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

„წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო. ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს და წითელი ლოყები რომ არ ექნება, ხომ გესმით? კიდურებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. გადაადგილებით სად უნდა გადაადგილდეს? პატარა ადგილი აქვს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება