საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედებული  ე.წ. დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივ წარმოებას

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია ოფიციალურად ამოქმედდა, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

„ასევე ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ თურქეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის ნაცვლად, მოხდეს ნედლეულის შემოტანა-გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასარგებლოდ სავაჭრო სტრუქტურის გაჯანსაღებას თურქეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებასა და ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას წაახალისებს. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით მოხდება საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზის გაფართოება - ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან არა მზა პროდუქცია, არამედ ნედლეული შემოიტანონ, ადგილზე თავად მოახდინონ პროდუქციის წარმოება და მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტის. შედეგად, გაიზრდება როგორც საწარმოების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენის ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში.

მეტად განვითარდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორი, მათ შორის ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, მინის, ელექტრომოწყობილობების წარმოების სექტორი, ასევე გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა გატანაც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონალურ სავაჭრო ჰაბს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა