ნიკა მელია - როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაქციაც ადეკვატური იქნება

როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სასტუმრო „რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, შეხვედრაზე არჩევნებზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრეს.

ამასთან, მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, საპროტესტო აქციას მოწოდებით -„ჯალათი ციხეში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „მორალური კოლაფსი“ განიცადა, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ.

„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ყველა აქტუალურ საკითხზე იყო დეტალური საუბარი, როგორც არჩევნებზე, ასევე სააკაშვილის პატიმრობაზე და იმ ძალადობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველედღიურ რეჟიმში ახორციელებს. ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“ და მათ მიერ ორგანიზებული, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, სახელი და გვარებით იცნობს საზოგადოება. მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცებამ“, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ. თუ ვცდები მითხარით, ან თუ გაგიგიათ და გინახავთ კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ არც თქვენ არ გაგიგიათ და გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს და გაიზაროს ის მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს. როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდად დაუჯდება“ , - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეხვედრის ფორმატი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

ცნობისთვის, სასტუმრო „რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა