ალაბამაში, სპორტული შეჯიბრის მიმდინარეობისას უცნობმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო. სამი კაცი და ერთი ქალი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსის განცხადებით ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციის უფროსმა, ოფიცერმა პრაინმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ ოთხი ვაზნა აღმოაჩინეს, თუმცა სავარაუდოდ გასროლა შვიდჯერ მოხდა.
''რამდენიმე ადამიანზე გვაქვს ეჭვი, რომლებიც შეიძლება ამ ამბავში იყვნენ ჩართულები, თუმცა მსროლელი შესაძლოა მხოლოდ ერთი იყოს“,- განაცხადა ოფიცერმა.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"