„ენგურჰესის“ ინფორმაციით, მათი მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია

შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განცხადებას შპს „ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია.

„მოგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად