კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე.

ივან კორჩოკმა კახა კუჭავას სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო