სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ბიზნესის მხარდასაჭერად „თიბისიმ“ სტარტაპ კურსი შექმნა

სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ბიზნესის მხარდასაჭერად „თიბისიმ“ სტარტაპ კურსი შექმნა. როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ესაა კურსი-გზამკვლევი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

მათივე ცნობით, კურსი შვიდი მოდულისგან შედგება და მოიცავს გზას იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე.

ეს ლექციებია:

სტარტაპ იდეის ფორმირება — დავით მარკოზაშვილი

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე

ბიზნეს მოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე

სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე

ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე

ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე

ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია

სტარტაპ კურსი სრულად დაფინანსებულია „თიბისის“ მიერ და მონაწილეებისათვის უფასოა. მომავალ ლექციებზე ან სრულ კურსზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ - https://bit.ly/Startuperi

„ლექტორები მიიჩნევენ, რომ სტარტაპ კურსი მსმენელებს ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვაში აუცილებლად დაეხმარება. მათ ხედვებს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე

გიგი ჯანელიძე „თიბისის“ დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელია და უკვე 15 წელია, დიზაინის სფეროში საქმიანობს. მის სესიაზე სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ, როგორ შეიძლება გუნდი მომხმარებელს დაუახლოვდეს და გახდეს ემპათიური.

“დღეს მომხმარებლებს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი არჩევანი და ნაკლები დრო აქვთ. თუ თქვენ და თქვენი გუნდი მუდმივად არ იქნებით მომხმარებელთან კავშირში, არსებობს იმის რისკი, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ ნაკლებად ფასეულ საკითხებზე. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ შეგროვებული, უკეთესი იდეების გენერირების მით მეტი შესაძლებლობა გიჩნდებათ”, - ამბობს გიგი ჯანელიძე.

შეხვედრაზე ლექტორი აუდიტორიას გაუზიარებს ინფორმაციას იმ მეთოდებსა და პროცესებზე, რომლებსაც მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ. ასევე, მიმოიხილავს Agile მეთოდოლოგიას, Design Thinking-ის მეთოდოლოგიებს და პრაქტიკებს.

ბიზნესმოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე

ბიზნესმოდელის განსაზღვრის შესახებ სტარტაპ კურსზე თორნიკე ჩხაიძე ისაუბრებს. იგი საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს, სტარტაპ Ukve-ს და crowdfund.ge-ის თანადამფუძნებელია.

“ეს კურსი გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო (იდეის გენერირებიდან მისი აღსრულებამდე) ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისდა მიუხედავად, აქვს ბიზნესიდეა თუ არა”, — ამბობს თორნიკე ჩხაიძე.

შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს და უკეთ გაერკვევით, რა არის ბიზნესმოდელი, რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს სტარტაპებისთვის, გაიცნობთ lean canvas მოდელს და ააწყობთ ბიზნესმოდელს საკუთარი იდეების მიხედვით.

“დარწმუნებული ვარ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც კურსს გაივლის. ველი განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებული იდეებით, რაც თავად კურსსაც საინტერესოს გახდის”, — აღნიშნავს თორნიკე ჩხაიძე.

სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე

შალვა ახრახაძეს 15-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების მიმართულებით და უკვე მეათე წელია აქტიურადაა დაკავებული აკადემიური საქმიანობით. სტარტაპ კურსზე იგი დამსწრეებს გააცნობს იმ ფინანსურ პრინციპებს, რომლებიც სტარტაპებს ყოველდღიურად დაეხმარება.

“ამ სესიაზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, პასუხი მიიღონ მათთვის აქტუალურ ნებისმიერ ფინანსურ კითხვაზე”, — ამბობს შალვა ახრახაძე.

იგი სტარტაპ კურსის ინიციატივას დროულს უწოდებს: “საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად უამრავი ახალი სტარტაპი იქმნება. ძალიან ხშირად სტარტაპერებს ბევრი კითხვა აქვთ, რაზეც პასუხი სწრაფად და ეფექტიანად სჭირდებათ. შესაბამისად, ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც ძალიან დროულს და ვთვლი, რომ ძალიან მადლიანი საქმეა”, — ამბობს იგი.

შალვა აღნიშნავს, რომ აუდიტორიასთან შეხვედრის დიდი მოლოდინი აქვს. სესიაზე კი განიხილავს სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს და უპასუხებს დამსწრეებისთვის აქტუალურ კითხვებსა და პრობლემებს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა