აკაკი ბობოხიძე - დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა შევიმუშაოთ ეფექტური, ქმედითი ზომები თუ როგორ მოვახერხოთ „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედება, რომ რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ დასრულდეს ეს რეჟიმი

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე 72 სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვას.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მოსალოდნელია მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები.

„მსგავსი ტიპის განცხადებები ბუნებრივია იქნება და იქნება კიდევ უფრო მკაცრი. ჩვენ, „ევროპული საქართველო" პირველივე დღიდანვე ყველაფერს იმისთვის, რომ მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩეს ეს მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშაოთ უფრო ეფექტური, ქმედითი ზომები თუ როგორ მოვახერხოთ „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედება, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დასრულდეს ეს რეჟიმი საქართველოში“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, სხვადასხვა ქვეყნის 72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს