მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს, თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია - კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს

ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს. ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, ნებისმიერი ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის მხრიდან ცრუ დაპირებები ისმის.

“ოპოზიციის მხრიდან ერთი ფრაზაც არ გახმოვანებულა, რაც ეხებოდა თვითმმართველობის პრობლემებს. ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია საუბრობდა რეფერენდუმზე, სიძულვილის ენით, ზიზღით და ა.შ. მეორე მხრიდან, თითქოს თვითმმართველობაზე საუბრობენ, ნიკა მელიამ ისიც არ იცის სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს. ეს საკითხები ჰგონია თვითმმართველობის გადასაწყვეტი და ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, ნებისმიერი ადამიანისთვის არის შეურაცხმყოფელი. იმხელა ტყუილია, “ფეიქის” იმ ხარისხის არის, პენსიის გაზრდაზე საუბარი, სკოლებში კვებაზე, რომელიც მუშავდება უკვე და ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ამის ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ გონიათ დააჯერებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო