ხატია დეკანოიძე - მეორე ტურთან დაკავშირებით გახარიას პარტიასთან არანაირი კონსულტაცია და კომუნიკაცია არ გვქონია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შერიგება, რაზეც მიხეილ სააკაშვილი გზავნილში საუბრობს, ადამიანებს შორის აგრესიის და დაპირისპირების მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ მიმართვასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, შერიგება, რაზეც ვსაუბრობთ და მათ შორის პრეზიდენტიც საუბრობს, არის ადამიანებს შორის აგრესიის, დაპირისპირების და ზიზღის გაღვივების მოსპობა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს - მაგალითად ცოცხების აქცია, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო, ღამით ციხესთან მოწყობილი აქციები, სადაც ადამიანები ბილწისტყვაობენ და დაკეტილ ადამიანს აქციებს უწყობენ.

მთავარია, რომ ადამიანებს პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, არ დევნიდნენ. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრობლემაც რა იყო - განსაკუთრებით ბოლო წლებში გვქონდა აღქმა, რომ ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს, განსხვავებულ ბანაკში იყო. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააღრმავა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა პარტიასთან კონსულტაციები აქვს, თუმცა გიორგი გახარიას პარტიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მხარდაჭერას გვიცხადებს „ლელოც“, გვაქვს კონსულტაციები. ასევე, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ყველა ამ პარტიისთვის ღია ვართ თანამშრომლობისთის. რაც შეეხება გახარიას, არანაირი კონსულტაცია და კომუნიკაცია მათთან არ გვქონია. მათი პოზიცია არ ვიცი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი