სალომე სამადაშვილი - როცა ხელისუფლება “ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის და ცხოვრების უფლება არა აქვთ

როდესაც ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის რეალურად ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობისა და ცხოვრების უფლება არა აქვთ, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიძულვილის ენის გარდა, ვერაფერს სთავაზობს.

“ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის ემუქრება არა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერას უცხადებენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ის იმასაც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ნიშნით დიფერენციაცია დასრულდეს.

“თუ არ მოვძებნეთ გზა იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, პოლიტიკური მართლმასჯულება, ვერ შევძლებთ, რომ ქვეყანა წავიდეს წინ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა