ირაკლი კობახიძე - არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი არ იქნება, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და ჩრდილოვან კაბინეტებში შესვლა

ჩვენ ვითანამშრომლებთან საკრებულოს ცალკეულ წევრებთან. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში,-ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ცალკეული წევრები, კობახიძე პასუხობს, რომ ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

ის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას ასევე გამორიცხავს.

„არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი არ იქნება, ჩვენ პირველი ტური, ე.წ. რეფერენდუმი დამაჯერებლად მოვიგეთ. ასევე მოვიგებთ მეორე ტურს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ ჩრდილში გადასვლა და ჩრდილოვან კაბინეტებში შესვლა“,-განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ