ლევან ნატროშვილი - როდესაც პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ეს საარჩევნო კამპანიაზეც აისახება, კამპანია უფრო აგრესიულია და დესტრუქციაზე ორიენტირებული

როდესაც პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ეს საარჩევნო კამპანიაშიც აისახება - კამპანია არის უფრო აგრესიული და დესტრუქციაზე ორიენტირებული, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა გააკეთა.

ნატროშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული რეგულაცია საჭირო არ არის, რადგან ეს უფრო პოლიტიკური კულტურის თემაა და პრობლემის გადაწყვეტა პოლიტიკური პარტიების მომავალი განვითრებითა და პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი.

ამ კონტექსტში ნატროშვილმა განაცხადა ისიც, რომ სრულიად მიუღებელია პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნეგატიური შინაარსის საარჩევნო რეკლამების აკრძალვას გულისხმობს და პროექტი ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო ვალდებულებებს.

"ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამახასიათებელია, რომ გარემო არის პოლარიზებული. ყველანაირი რესურსი ფაქტობრივად ორი პოლუსის გარშემო არის კონცენტრირებული. როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური კუთხით ყველაზე დიდია მმართველი პარტიის რესურსი და მის მოწინააღმდეგე პოლუსს გაცილებით აღემატება", - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?