ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021

პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ

სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას

***

პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართვლოსთვის" ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მმართველი გუნდის ამომრჩეველს დაუჭირონ მხარი. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მოწოდება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა, რომელსაც ამავე დროს „წაგების შიშის სუნი ასდის", - წერს გაზეთი რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ

“კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტიას „საქართველოსთვის", მეორე ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატებისთვის აპირებს ხმის მიცემას. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პარტიას, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს. ასეთია შესაბამისი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი ხმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს", - განაცხადა კობახიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც გახარიას თანაპარტიელი ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, მათი ამომრჩველი გასხვავებული პროფილის და მოტივაციის მქონეა, რომელთაც არ სურთ, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია „ოცნების", ან „ნაცმოძრაობის" ხელში მოხვდეს. „ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ამომრჩეველის მიერ პირველ ტურში გაკეთებული არჩევანი პირდაპირი წესით ნიშნავს მინიშნებას იმაზე, რომ მათ ერთპიროვნული თუ ერთპარტიული მმართველობის გაგრძელება არ სურთ. ამიტომ ჩვენმა ამომრჩეველმა იმ დამაბალანსებელ მექანიზმს მისცა ხმა, რომელიც ჩვენს ხელშია ერთ და მეორე პარტიასთან ძალაუფლების კონცენტრაციის არიდების კუთხით. „გამომდინარე ამ მოცემულობიდან, რაც ჩვენი ამომრჩევლის განზრახვებს ძალიან მკაფიოდ წარმოაჩენს, კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაცია გამოიწვიონ და ხალხს კიდევ ერთხელ მიუთითონ. „ჩვენ არ გამოვსულვართ და მათ შორის ჩვენი პარტიის მხარდამჭერებისთვის არ მიგვითითებია, თუ არჩევნებზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რადგან ეს ცოტა განსხვავებული პროფილის და მოტივაციის მქონე საზოგადოებაა, მას არ სურს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია „ოცნების" ან „ნაცმოძრაობის" ხელში მოხვდეს. ამიტომ კობახიძის მხრიდან მოწოდების ეს მცდელობა ნათლად აჩვენებს, რომ ის კიდევ უფრო ორიენტირეულია ძალაუფლების კონცენტრაციაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე და ამ ნაბიჯს ცოტა წაგების შიშის სუნიც ასდის", - განაცხადა ლილუაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

„მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის" არ აპირებს თავის მხარდამჭერებს მეორე ტურში რომელიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდოს. „ჩვენ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაჟღერეთ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე ბრიფინგების საშუალებით. იქ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ, როგორც პარტია და ძალა, არ ვაპირებთ სისტემური კოალიციის გაკეთებას რომელიმე რადიკალურ პარტიასთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან" ასევე „ნაცმოძრაობასთან", რადგან ეს პარტიები არ არიან საქმიანი დღის წესრიგით მოქალაქეებზე ორინტირებულები. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ის, რომ მეორე ტურების პირობებში არ ვუთითებთ ჩვენს ამომრჩევლებს რა გადაწყვეტიოლება მიიღონ, რადგან მათ ეს მითითება არ სჭირდებათ, რადგან მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ იმ არჩევანით, რაც გააკეთეს", - განაცხადა ლილუაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას

"ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აყვეს პოპულისტურ გნცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, იმის მიხედვ უნდა იხელმძვანელოს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადოკატების განხადებას ციხეში მოშიმშლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპტალიზაციასთან დაკავშირებით, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანა

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰოსპიტალიზაციის საკითხი 3-4 დღეში დადგება. სააკაშვილის პოზიცია ჰოსპიტლიზაიასთან დაკავშირებით კი ცნობილია - იგი შიმშილობის დაწყების პირველივე დღიდანვე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის უკიდურესად გაურესების შემთხვევაშიც უარს ამბობს დახმარებაზე. თუმცა, სააკაშვილის კიდევ ერთი ადოკატი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინაამდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება. ამასთან, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და ციხის საავადმყოფოში მოათავსონ, რადგან მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის ეშინია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"შიმშილობა ციხეში არის ჩვეულებრივი ამბავი და სააკაშვილი პირველი არ არის, ვინც ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდა, მას აღარავინ შეეკითხება როგორ იმოქმედონ. „ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა საშუალება, რომ შიმშილით გამოწვეულ გართულებებს უმკურნალოს. არის შემთხვევები, რომ მძიმე ოპერაციაა საჭირო და შეიძლება პატიმარს ეს მძიმე ოპერაცია ვერ ჩაუტარდეს ციხის საავადმყოფოში, მაგრამ სააკაშვილს ოპერაცია არ სჭირდება, ის მხოლოდ შიმშილობს. ასე რომ, ციხის საავადმყოფოს აქვს სრული იურიდიული უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. „დავუშვათ და კერძო კლინიკაში ვინმე შევიდა ვირუსიანი, ან ვერ მოხერხდა მისი სათანადოდ დაცვა - ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი მის ჯანმრთველობაზე და უსაფრთხოებაზე არის ხელისუფლება. ამიტომ, ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აჰყვეს პოპულისტურ განცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, ისე უნდა მოიქცეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა