ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამეგრელოში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან 21 ოქტომბერს მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში, ხოლო 22 ოქტომბერს - ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ