5 ივლისს „თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში რჩება

"თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ამასთან, მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

ცნობისთვის,რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა