კახა კალაძე - ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული

ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, სამწუხაროა, რომ ავარიულ შენობა-ნაგებობებს განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, „პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი“.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც დადო რეალური პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება. ეს სერიოზული პრობლემაა და მთელი 2 თვის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდი. სამწუხაროა, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობოდა, პოლიტიკამ შეჭამა ყველა და ყველაფერი. არავინ ინტერესდებოდა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა და პროგრამები გვქონდა.

რომ არა ბათუმის უმძიმესი ტრაგედია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს და ახლობლებს, ამ თემაზე, ალბათ, ყურადღებას საერთოდ არავინ გაამახვილებდა. ამ ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ყველა რაიონში არსებობს ასეთი შენობა-ნაგებობები. ათი ათასამდე შენობა-ნაგებობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პროგრამის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ პროექტი, რომლითაც მოხერხდება ავარიული სახელების ჩანაცვლება. იმ საცხოვრებელი სახლებიდან, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, ჩვენ ხალხი გაყვანილი გვყავს და ქირას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი იხდის“, - აღნიშნავს კალაძე.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო