ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ცაგერის მერობის კანდიდატს გიორგი ნემსაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს გიორგი ნემსაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე.

დღესვე შეხვედრები გაიმართება წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?