ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის დავალება იყო, რომ დაიწყებდა სიმულიანტობას, რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში - 30 ოქტომბერს მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა, გაიყვანდნენ და "გაათავისუფლებდნენ“

ეს ერთი კვირა სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილმა როგორც ვერ განახორციელა მსგავსი პროვოკაცია, როცა მას უნდოდა 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და იქ მომხდარიყო ორი-სამი ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშალათ ეს გეგმა.

"როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ - მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს მათი მხარდაჭერების გარკვეული მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან სააკაშვილს და "გაათავისუფლებდნენ". წარმოიდგინეთ როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და აბსოლუტურად გაუთლელი და გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლის მცირე ჯგუფს, რომ იქნებ მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ აღასრულეს და განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა მას უნდოდა 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და იქ მომხდარიყო ორი-სამი ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო