ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ICMPD-ის წარმომადგენლებთან ერთად ესპანეთში ქართულ დიასპორას ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევი და დიასპორული პროგრამები გააცნო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებსა და დელეგაციის წევრებთან ერთად ესპანეთის სამეფოში, კერძოდ, ქალაქებში: ბარსელონა, მადრიდი (ალკობენდასი), ბურგოსი, ვალენსია და გვადალახარა, მცხოვრებ ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი დიასპორული პროგრამების თაობაზე, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეხმარება სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში და ამავდროულად, ხელს უწყობს დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას და საქართველოს პოპულარიზაციას.

„მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერმა ქეთევან გორგოშიძემ და მიგრაციის კანონის ესპანელმა ექსპერტმა დევიდ მოიამ ჩაატარეს ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის შეადგინა.

გზამკვლევის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულა ქ. ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებული „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლა და მას გადასცა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის