ეკატერინე ტიკარაძე - საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება

ერთპიროვნულად არავინ წყვეტს ამ საკითხს - ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე ვმსჯელობთ და შემდეგ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებას, რომლის თანახმადაც სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.

„საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია.

ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც იძლევა გარკვეულ ეფექტს და ამ ეტაპზე ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის საფუძველს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია