ირაკლი ღარიბაშვილი - ციხის საავადმყოფოში ყველანაირი პირობა არის მოწყობილი - დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.

ჟურნალისტის კითხვაზე, იღებს თუ არა პრემიერი პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ცოცხალ ადამიანზე ასე საუბარი არ შეიძლება.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი? - არ შეიძლება! ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი 30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. როგორ შეიძლება ასე რომ ვსაუბრობთ. თქვენთვის, ხალხისთვისაა ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, თქვენც, ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის მოწყობილი ყველანაირი პირობა, რაც არ იყო ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე