ირაკლი კობახიძე - ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში

ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ქარელში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სრულდება შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას. დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა