გიორგი ბარამიძე - ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში - ქართველი ხალხი ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან, დედამიწაზე ვერ დაიმალებიან

მხოლოდ ამ მანქურთებს, ამ აბსოლუტურ უტიფარ ტიპებს, რომლებსაც ხელში აქვთ ჩაგდებული საქართველო და პირდაპირ პუტინის გეგმას ემსახურებიან, არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში. ამათ ქართველი ხალხი, რა დროც არ უნდა გავიდეს, ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან, დედამიწაზე ვერ დაიმალებიან, ეს როგორ არ ესმით? , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს არ ამშვიდებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს ეროვნულ გმირს.

„საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს შიმშილობს 25-ე დღეა. აი, ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ხელისუფლება მის მომხრეებს და საღად მოაზროვნე ადამიანებს გვალაპარაკებს და გვანერვიულებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ მოკვდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ეს კაცი, რომელიც მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და რომელსაც აფასებს ამდენი ადამიანი მთელ მსოფლიოში და არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, იყოს ცოცხალი.

მეორე საკითხია, რომ ის პოლიტპატიმარია და არც უნდა დაეპატიმრებინათ, გამოსაშვებია და ამაზე ევროპარლამენტარებიც ლაპარაკობენ, რომ სანამ არ იქნება საქართველოში ნორმალური სასამართლო, მანამდე უნდა იყოს ყველა გარეთ, ვინც პოლიტიკურად მოტივირებულად შეიძლება იყოს დაპატიმრებული და შემდეგ ჩემზე, თქვენზე მიშაზე, ჭიჭიკოზე, ბიჭიკოზე აბსოლუტურად ყველაზე უნდა გადაიხედოს საქმეები ახალი, ნორმალურად არჩეული პროკურატურის მიერ და ნორმალური სასამართლოს მიერ. ახლა სააკაშვილი არის პუტინისა და ივანიშვილის ტყვეობაში, მაგრამ ლაპარაკია მის სიცოცხლეზე და ევაჭრებიან ხალხს, რომ გადავიყვანთ გლდანის კლინიკაშიო, სადაც არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაც აუცილებლად გახდეს საჭირო, უცებ უშველონ.

ამ ხელისუფლებას რომ დაეკისრება შემდეგ პასუხისმგებლობა, ეს არავის არ გვამშვიდებს, იმიტომ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ყველასთვის, ჩვენთვის, ასობით ათასი მისი მომხრისთვის და გულშემატკივრისთვის არის უძვირფასესი, იმიტომ, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს რომ დავუშვათ, დავკარგავთ უდიდეს ადამიანს, ჩვენ ერთხელ უკვე დავკარგეთ საქართველოს პრეზიდენტი და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მან მმართველი ძალის მიერ დაანონსებულ აქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით, თავისუფლების მოედნის გავსება არ გაუჭირდება, თუმცა ამ აქციას არ ექნება ისეთივე მუხტი, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იყო.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა ბევრი ადამიანიც იყო იქ პარტიულობის მიუხედავად ჩვენს აქციაზე, ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი რაოდენობის ხალხი, და „ქართული ოცნების" აქციაზე, ვინც იქნება, დიდი ნაწილი იქნება მიყვანილი ძალით - სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ისიც ვიცით, დაახლოებით, რამხელა თანხაც არის გამოყოფილი და ეს სხვა მუხტის მქონე აქცია იქნება. მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ამ რეჟიმს არაფერი არ აქვს ხალხისთვის სათქმელი.

ამათ იმდენი ფული აქვთ და იმდენი ადმინისტრაციული რესურსი, ხალხის გადაადგილება ნამდვილად არ უჭირთ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო