ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 924-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

კოვიდ 19-ს კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 447-ს მიაღწია.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 94 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 24 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 22, გაგრაში - 27, ტყვარჩელში - 15, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 90.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა