„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საწარმო „მეტეხი კერამიკა“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კერამიკული ბლოკისა და აგურის საწარმო, „მეტეხი კერამიკა“ ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 1.5 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანია წელიწადში 500 000 ლარამდე დაზოგავს, რაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 2.6 მილიონი ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 2.1 მილიონ ლარს შეადგენს.

„კომპანია „მეტეხი კერამიკასთან“ ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ვგეგმავთ, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, ერთდროულად იზრუნოს გარემოსა და კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. უკვე არსებული პარტნიორობის ფარგლებში ბანკმა 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც ახალი დანადგარების შეძენას და საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა. შედეგად კომპანიამ წარმადობა 41%-ით გაზარდა. გადაიარაღების შედეგად გაფართოვდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტიც. საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია, რომლის ხარისხიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარდაჭერა გავუწიოთ მას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, 1986 წელს დაფუძნებული კომპანია 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. წარმოებული პროდუქცია როგორც ინდივიდუალური ბინების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების, დეკორატიული ღობეების, ბუხრების თუ მარნების მოსაპირკეთებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ „მეტეხი კერამიკა“ დღესდღეობით ერთადერთი, ეკოლოგიურად სუფთა აგურის მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით. მის პროდუქციას მაღალი სიმტკიცე, თბოიზოლაცია და გეომეტრიული ზომების სიზუსტე გამოარჩევს. პროდუქციის ყინვაგამძლეობიდან გამომდინარე, საწარმოში დამზადებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა ინტერიერის თუ ექსტერიერის ფასადებში. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ყველაზე კარგ მოსაპირკეთებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანიის საქმიანობაში ამ ეტაპზე 300 ადამიანია ჩართული.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს