ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან  მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, ციფრებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე მეტი აცრა თბილისშია ჩატარებული, ხოლო ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სახლებსა თუ ამცრელ პუნქტებში დამატებით აცრილია 1 401 ადამიანი. „ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ 18 წლამდე ასაკის 103 927 ბავშვისა და მოზარდის ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნული 103 927 შემთხვევიდან, 6 979 მოზარდს დასჭირდა ჰოსპიტალური მკუნალობა და ხოლო 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

მსოფლიოს დაახლოებით 233 ქვეყანასა და ერთეულში, დღეში იცრება 28 მილიონი ადამიანი, ამ ტემპით მსოფლიოს დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება 75%-იანი მოცვის მისაღწევად. ჩვენთან დღევანდელი დილის მონაცემებით, 1 955 000 აცრაა ჩატარებული, პირველი დოზა გაკეთებულია 98 908 შემთხვევაში, სრულად აცრილია 928 021 პირი და სულ მცირე 1 აცრა გაკეთებული აქვს 1 260 989-ს, მინიმუმ 1 დოზით მოცვა მოზრდილებში არის 36.15%, ხოლო სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32,5%. ბოლო 24 საათში, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესში კვლავ კლების დინამიკა შეინიშნება, ჩატარებულია 4 927 აცრა, საიდანაც პირველი აცრა ჩაუტარდა 2 000-სს, ხოლო დანარჩენ 2 927-ს ჩაუტარდა განმეორობითი აცრა.

აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში, 50,4% მოდის თბილისზე, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი. ჩვენთვის სამიზნე პოპულაციის ანუ 60%-ის მიღწევასთან ყველაზე ახლოს არის თბილისი. სადაც სამიზნე პოპულაციის 77% არის ორჯერადად აცრილი, შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი და შემდეგ მოდის აჭარა. ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ მარათონში ყველაზე დიდი აქცენტი ამ ადგილებზე კეთდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შემდეგ მომხდარ გართულებების ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სერიოზული გართულების შემთვევები 0.01%-ია.

„ვაქცინაციის დაწყებიდან გვქონდა 1758 იშგამი, რაც იმუნიზაციის შემდგომ გართულებებს ნიშნავს, აღნიშნული 1758 შემთვევიდან სერიოზული გართულება 183 შემთვევაში დაფიქსირდა, საიდანაც 114-ს დასჭირდა ამბულატორიული და 45-ს სტაციონალური დახმარება. 0.01%-ია სერიოზული იშგამების დაფიქსირების ფაქტი ქვეყენაში. უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს დიდ სოფლებში მარათონი, დღევანდლამდე ამ მარათონის ფარგლებში დამატებით აცრილია, სახლებში ან ამცრელ პუნქტებში 1 401 ადამიანი. ჩვენ თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, სამწუხაროდ, ეს 2-თვიანი ციკლი ამ ტალღების გვექნება ხოლმე და სამწუხაროდ გვექნება დამაზიანებელი ეფექტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ