სალომე სამადაშვილი - ერთიანი გეგმის ნაწილია, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს - მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა

ეს ყველაფერი არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს. ის განცხადებები, რაც კეთდება და მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა სააკაშვილზე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, თუ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდება, ამ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიციის დიდ ალყას უზრუნველყოფს დაწესებულების გარშემო, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან.

„სახალხო დამცველი რასაც ჩვენ გვეუბნება, ეს არის მარტივი მოცემულობა. მას მისცეს სამედიცინო რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა ციხის საავადმყოფოს პირობები, დასკვნა არის, რომ არ შეესაბამება. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ, გასულ წელს ციხიდან 545 პატიმრის გაყვანა მოხდა ციხიდან სამკურნალო მიზნებით, ამ შემთხვევაში გაურკვეველია მიხელ სააკაშვილი რატომ უნდა ექვემდებარებოდეს მასზე ზრუნვის დაბალ სტანდარტს.

ვითარების გართულება ყველაზე მძიმედ დაარტყამს ხელისუფლებას და ამიტომ გაუგებარია ჩემთვის ის ტონი, რომლითაც ისინი ამ მძიმე გარემოებებზე აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ვინმემ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ პოლიციის დიდ ალყას უზრუნველყოფს ხელისუფლება ამ დაწესებულების გარშემო, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. გუშინდელი აქცია ციხესთან ძალიან სამარცხვინო იყო, ეს ყველაფერი არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს. ის განცხადებები, რაც კეთდება და მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, მაგალითად მისი შიმშილობის ფაქტს, ვხედავთ ყოველ დღე დასცინის ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა სააკაშვილზე“ , - განაცხადა სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები ელოდებიან არჩევნების მეორე ტურს და „შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობაც დღეს ამ კონტექსტში განიხილება“.

„ერთი რამ არის ცხადი, რომ დასავლეთის მოლოდინი ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არის ის, რომ ვითარება უნდა განვითარდეს არჩევნების გზით. მეორე ტურში სერიოზული შანსი აქვს ოპოზიციას, რომ მოიპოვოს გამარჯვება და ამით შეცვალოს პოლიტიკური ვითარება“ , - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა