უკრაინის ომბუდსმენი - საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი - მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, მას ამ დრომდე მისი დაყოვნების საკითხზე არ უსაუბრია, რადგან იყო საფრთხე იმის, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში არ შეუშვებდნენ.

„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ ვთქვი, რომ იქნებ სააკაშვილთან ციხეში არ შევეშვი - გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე დამკითხეს და ასევე, დამაყოვნეს და მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარების განხორციელებისა და მუქარის შემდეგ, შემომიშვეს, ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის,“- განაცხადა ომბუდსმენმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა