იაგო ხვიჩია - უაზრობა მგონია გაჭირვებული ხალხის წინ და უკან ტარება - ხალხის შეკრება, როცა არაფერი გაქვს სათქმელი, გარდა იმისა: “თქვენი თავები უნდა დავთვალო”

უაზრობა მგონია ამ გაჭირვებული ხალხის წინ და უკან ტარება კონკრეტული ფულის თუ რაღაცის სანაცვლოდ, რომ შენს პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიო - ამ ხალხის ერთად შეკრება იმისთვის, რომ არაფერი სათქმელი არ გაქვს, არაფერს ეუბნები გარდა იმისა, რომ „თქვენი თავები უნდა დავთვალოო“ - ასე აფასებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნო შეკრებას.

მისი თქმით, ასეთი ტიპის მიტინგებზე ძირითადად თავს იყრიან პენსიონერები, რომლებიც არსებული პანდემიის პირობებში, რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

„არცერთს, [„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“] რომ არ ჩაეტარებინა ეს აქცია, რა შეიცვლებოდა გარდა იმისა, რომ ნაკლები ადამიანი აღმოჩნდებოდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვში. რომელმა მოიგო და რომელმა წააგო, შეუძლებელია ამის გამოცნობა. ეს ისეთი თამაშია, რაშიც კარგად ვერ ვერკვევი, რადგან მე საერთოდ უაზრობა მგონია ამ გაჭირვებული ხალხის წინ და უკან ტარება კონკრეტული ფულის თუ რაღაცის სანაცვლოდ, რომ შენს პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიო. თუ მართლა ისეთი ადამიანი არ ხარ, რომელიც ფიქრობს, რომ საერთოდ არ არსებობს კორონავირუსი და ეს შეთქმულების თეორიების ნაწილია, აწყობ 50 ათასიან და 100 ათასკაციანი მიტინგებს, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი არის პენსიონერი, ხალხი, რომელიც ფიზიკურად, რისკ - ჯგუფში შედის - ამ ხალხის ერთად შეკრება იმისთვის, რომ არაფერი სათქმელი არ გაქვს, არაფერს ეუბნები გარდა იმისა, რომ თქვენი თავები უნდა დავთვალოო, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს