IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% ნიკა მელიას მისცემს ხმას

"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

ნიკა მელია - 48,4%

კახა კალაძე - 51,6%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს