ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის პრევენციის სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში - ქრისტიან შოენენბერგერმა, აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO), არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველოსა” და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

„ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველოსა“ და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ, „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან“ (VEBO) თანამშრომლობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო