ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საგანგაშოა - რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება

გვაქვს კოვიდ პაციენტების რაოდენობის ზრდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზული და საგანგაშოა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუტბამ „მთავრობის“ სხდომაზე განაცხადა. მან მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მოსახლეობა უნდა დაგვეხმაროს. ექიმებიც ხალხი არიან, ისინიც დაიღალნენ“, - აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.

მისი თქმით, პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, რუსეთში კი ჟანგბადის შოვნა სულ უფრო რთულდება.

„პაციენტებში ჟანგბადის მოხმარება იზრდება, სამედიცინო დაწესებულებაში დღეში 200-ზე მეტი ბალონი იხარჯება და რუსეთში ჟანგბადის შოვნა სულ უფრო და უფრო რთულდება“, - აღნიშნა ედუარდ ბუტბამ. მან სოხუმში მდებარე ჟანგბადის სადგურის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამასთან, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმაც დაადასტურა, რომ დაწესებულების განახლების საკითხი აქტუალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, „კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელია“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო