ნიკა გვარამია IPSOS-ზე - იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას

გამაოგნებელია ფაქტი, რომ "მთავარი" Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე, იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კვლევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ინფორმაციას, რომლის მიხედვით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს და კვლევა მანიპულირებულია.

ნიკა გვარამიას თქმით, სხვა შემთხვევაში ტელეკომპანია საკუთარ პოზიციას ხვალ გააცნობს საზოგადოებას.

"სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ, 12:00 საათზე გააცნობს საზოგადოებას", - აღნიშნავს გვარამია.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, IPSOS-ის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ კვლევა მანიპულირებულია. როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, დოკუმენტში, რომელიც IPSOS-ის საიტზე დევს, "ქართული ოცნების" კანდიდატს მამუკა წოწერიას 51% პროცენტი უწერია, ანზორ მელიას კი 49%.

"როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი თავად მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა