ე.წ. უშიშროების კომიტეტი სოფელ ლოპანში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზნაურის რაიონში, დასახლებულ პუნქტ ლოპანში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დაკავებულები არიან 1987 წელს დაბადებული მელიქიშვილი ზაზა ჯონდოს ძე და 1984 წელს დაბადებული გოგნიძე ვალერიანი ჯამბულატის ძე, რომლებიც არიან ხაშურის რაიონის მცხოვრებლები. აღნიშნულმა პირებმა არა მხოლოდ დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი, არამედ მიზანმიმართულად სატვირთო ავტომანქანით შემოვიდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აპირებდნენ შეშის შეგროვებას“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წარმოადგენს „სისხლის სამართლის დანაშაულს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა